შეწყალების სახელმწიფო კომისიამ, რომელიც 25 აგვისტოს შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლეში, იმ 256 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთა ნაწილსაც პრეზიდენტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალებს. საუბარია დაახლოებით 100 შესაწყალებელ პატიმარზე. მათ შორის, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განმარტებით, მსუბუქი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ქალ და არასრულწლოვან პატიმრებთან ერთად, მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული ის პატიმრებიც იქნებიან, რომლებმაც სასჯელის უმეტესი ნაწილი უკვე მოიხადეს, ან ჯანმრთელობა აქვთ გაუარესებული.
ყველაზე პოპულარული
1