Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა სენატორი ედვარდ კენედი


დღეს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა შეერთებული შტატების სენატორი ედვარდ კენედი. კენედი ტვინის კიბოთი იყო ავად. პრეზიდენტმა ბარაკ ობარმამ განაცხადა, რომ კენედის სიკვდილმა მას გული ჩასწყვიტა და რომ დასრულდა შეერთებული შტატების პოლტიკური ცხოვრების ეპიკური თავი. კენედის პატივი მიაგეს აგრეთვე დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ისრაელისა და იტალიის მოქმედმა და ყოფილმა ლიდერებმა. კენედი იყო დემოკრატიული პარტიის წამყვანი ფიგურა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სტაჟიანი სენატორი.
XS
SM
MD
LG