Accessibility links

logo-print

ბენიამინ ნეტანიაჰუ ჯორჯ მიჩელს შეხვდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ლონდონში, დღეს მოლაპარაკებები გამართა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯორჯ მიჩელთან. შეხვედრის შემდეგ, მიჩელმა განაცხადა, რომ მათ წინსვლას მიაღწიეს. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ისინი შეთანხმდნენ შინაარსიანი მოლაპარაკების საჭიროებაზე ისრაელსა და პალესტინელებს შორის რეგიონული სამშვიდობო მოლაპარაკების საქმეში წინსვლისთვის. მიჩელი ისრაელზე ზეწოლას ახორციელებს და მოითხოვს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპიროა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას. ჯერჯერობით ისრაელი ეწინააღმდეგება ამას.
XS
SM
MD
LG