Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი ხვალ თურქეთს ესტუმრება


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოუ რასმუსენი ხვალ დაიწყებს თავის პირველ ვიზიტს თურქეთში, მას მერე, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა ანკარის წინააღმდეგობის მიუხედავად. რასმუსენი თურქეთის ლიდერებს შეხვდება. თურქეთი ნატოს ხელმძღვანელად მისი დანიშვნის წინააღმდეგი იყო, რადგან რასმუსენი იცავდა მედიას, რომელმაც 2005 წელს დანიაში, მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG