Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა


საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით სიხარულიძე შეცვალა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას გამოცხადდა. სხდომას ახალაია და სიხარულიძეც ესწრებოდნენ. აქამდე ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. რადიო ”თავისუფლებამ” ამ ფაქტის კომენტირება სთხოვა ირაკლი სესიაშვილს, დამოუკიდებელ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, ამ თანამდებობისთვის ახალაია არასაკმარისად კომპეტენტურია, და ამან შეიძლება საქართველოს პრობლემები შეუქმნას სამხედრო სფეროში დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG