Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და ნეთანიაჰუმ პრეს-კონფერენცია გამართეს


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა პროგრესს ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობის შეჩერების პროცესში. მერკელი ამ განცხადებით ბერლინში, იქ ვიზიტით მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. ამასთან, მერკელმა აღნიშნა, რომ ირანს შესაძლოა ენერგეტიკისა და საფინანსო სფეროებში ახალი სანქციები დაუწესდეს მისი ბირთვული პროგრამის გამო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადების თანახმად, ირანს დრო სექტემბრამდე მიეცა იმისათვის, რომ დათანხმდეს საერთაშორისო ძალების შეთავაზებას ვაჭრობის სფეროში წამახალისებელი ზომების ამოქმედებაზე, ბირთვული გამდიდრების შეჩერების სანაცვლოდ - წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ მოქმედი ზომები გამკაცრდება.
XS
SM
MD
LG