Accessibility links

logo-print

სასამართლომ ბურჯანაძის აგარაკის რეალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ნინო ბურჯანაძის დაყადაღებული აგარაკის რეალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან, რომელსაც წყნეთში აგარაკი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა, შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წესების დარღვევისთვის მილიონ 900 ათას ლარის გადახდას მოითხოვს. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, თუ ნინო ბურჯანაძე თანხას არ გადაიხდის, მის საპასუხო სარჩელებს კი - სასამართლო არ დააკმაყოფილებს, აგარაკი შესაძლოა, აუქციონზე გაიყიდოს.
XS
SM
MD
LG