Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიპლომატებმა საქართველოში რუსეთის მოქმედების შესახებ იმსჯელეს


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქმედების შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დღეს დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს. შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავი, სამხედრო აგრესიის მთავარმა ინსპირატორმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ კრემლის პროპაგანდისა და საქართველოსადმი ჩვეული მუქარისთვის გამოიყენა. ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალით შეცვლის, ოკუპაციის და ეთნოწმენდის დაკანონებას ცდილობს და შარშანდელი 12 აგვისტოს შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG