Accessibility links

logo-print

ბაჩო ახალაია - პრეზიდენტის "უფრო მკაცრი ხელი" თავდაცვის სამინისტროში


საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით სიხარულიძე შეცვალა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას გამოცხადდა. სხდომას ახალაია და სიხარულიძეც ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, შეიარაღებულ ძალებში "ბევრად უფრო მკაცრი ხელია საჭირო". აქამდე ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. რადიო ”თავისუფლებამ” ახალაიას დანიშვნის კომენტირება სთხოვა ირაკლი სესიაშვილს, დამოუკიდებელ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში. სესიაშვილის თქმით, ამ თანამდებობისთვის ახალაია არასაკმარისად კომპეტენტურია და ამან შეიძლება საქართველოს პრობლემები შეუქმნას სამხედრო სფეროში დასავლეთის ქვეყნებთან და ნატოსთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG