Accessibility links

logo-print

დარფურში სამშვიდობო მისია დასრულდა


სუდანის პროვინცია დარფურში განლაგებული სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელმა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. მარტინ ლუთერ აგვაის თქმით, რომელიც გაეროსა და აფრიკული კავშირის ერთობლივი ძალების სარდალია, - აჯანყებულების მოქმედება უკვე ჩვეულებრივ ბანდიტიზმს დაემსგავსა. ექვსწლიანი კონფლიქტის განმავლობაში, დარფურში, ხელისუფლების მონაცემებით, 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. გაერო მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 300 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG