Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი


28 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. მან შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შესახებ. სესიაშვილი დადებითად აფასებს ყოფილი მინისტრს ვასილ (დავით) სიხარულიძეს, თვლის მას კომპეტენტურ, გამოცდილ და კარგი განათლების მქონე კადრად. სესიაშვილი მსმენელს შეახსენებს, რომ სიხარულიძეს ჰქონდა კარგი ურთიერთობა საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან - აშშ-სთან. სესიაშვილმა ისაუბრა სიხარულიძის მიერ შემუშავებულ ”მინისტრის ხედვაზეც”, რომელშიც მთავარი აქცენტი კეთდებოდა განათლებაზე შეიარაღებულ ძალებში. ექსპერტი თვლის, რომ ახალ მინისტრს თავდაცვის სფეროს გაძღოლისთვის შესაფერისი განათლება და გამოცდილება არ გააჩნია და მისი დანიშვნა მინისტრის პოსტზე შეცდომაა. ”აქ ნაკლებმცოდნე და არამცოდნეზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ზეპროფესიონალი გვჭირდება ჩვენ თავდაცვის მინისტრად, რომელსაც შეუძლია უმოკლეს ვადებში, თუნდაც, დღეს და ხვალ, მიიღოს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება”, - ამბობს სესიაშვილი. მისი აზრით, ზოგადად, თავდაცვის მინისტრების ხშირად ცვლაც არის შეცდომა, რადგან ეს აზარალებს თავდაცვის სფეროს მდგრადობასა და განვითარებას.
XS
SM
MD
LG