Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი გამოვიდა მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები დაისაჯონ


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოვიდა მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები დაისაჯონ არჩევნების შემდეგ მომხდარი გამოსვლების გამო. ამ მოწოდებით ის დღეს გამოვიდა ხალხის წინაშე, თეირანში, პარასკევის ლოცვის წინ. აჰმადინეჟადმა თქვა, რომ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ის აქტივისტები, რომელთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამჟამად. მისი თქმით, მთავარი პასუხი უნდა აგონ ლიდერებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც წარმართავდნენ არჩევნების შემდგომ ინციდენტებს. აჰმადინეჟადს არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერებს გულისხმობდა. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები მირ ჰოსეინ მუსავი და მაჰდი ქარუბი, რომელთაც ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი უჭერს მხარს, აცხადებენ, რომ 12 ივნისის არჩევნები გაყალბებული იყო. საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ირანში 140-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალდება.
XS
SM
MD
LG