Accessibility links

logo-print

რუსეთის თქმით, ნიკარაგუის პარლამენტი ვერ შეცვლის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნიკარაგუის პრეზიდენტის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, შესაძლოა, ამ ქვეყნის პარლამენტმა გააუქმოს. რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, ნიკარაგუის პრეზიდენტი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პრეროგატივით სარგებლობს და მის გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ შეცვლის. ნესტერენკოს განმარტებით, პრეზიდენტ ორტეგას განკარგულება შეეხებოდა არა მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, არამედ მათთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებასაც, ეს პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.
XS
SM
MD
LG