Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისგან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას მოითხოვს


უკრაინის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისგან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას მოითხოვს. იულია ტიმოშენკოსადმი ვიქტორ იუშჩენკოს წერილში, რომელიც დღეს პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ თავდაცვის სფეროს ამჟამინდელი დაფინანსება უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალურ საჭიროებას არ შეესაბამება და არმიის საბრძოლო მზადყოფნას ვერ უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG