Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ორ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა


დღეს ერაყში ორი თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადიდან სამას კილომეტრზე მდებარე ქალაქ შირკათის პოლიციის განყოფილებასთან. მეორე თავდასხმისას ექვსი ადამიანი იქნა მოკლული ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სინჯარში, სადაც იეზიდი ქურთები ცხოვრობენ. წუხელ ბაღდადში აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ექვსი ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG