Accessibility links

logo-print

საქართველომ და ჩეხეთმა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ ხელშეკრულება დადეს


29 აგვისტოს, თბილისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ” და ამ ხელმოწერით დაგვირგვინდა ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ედუარდ იანოტას 3-დღიანი ვიზიტი საქართველოში. ხელისუფლების განცხადებით, ახალი ხელშეკრულება გზას გაუხსნის ინვესტიციების ახალ ნაკადს ჩეხეთის ”ექსპორტ ბანკისგან” და პრობლემები აღმოიფხვრება უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების კუთხითაც. იმის გამო, რომ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ”, კომპანიები თანხის მიღებას ვერ ახერხებდნენ და სწორედ ეს პრობლემა დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ლაშა ჟვანიას გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
XS
SM
MD
LG