Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰამიდ კარზაი ლიდერობს


ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გაუმჯობესა მაჩვენებლები ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. უკანასკნელი მონაცემებით, კარზაის ხმების 46,2 პროცენტი აქვს. მის უშუალო მეტოქეს, აბდულა აბდულას - 31,4. ჯერჯერობით დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 35 პროცენტი. კანდიდატებს გამარჯვებისთვის ხმების სულ ცოტა 50 პროცენტი სჭირდებათ.
XS
SM
MD
LG