Accessibility links

logo-print

დღეს სტარტი აიღო აშშ-ის კოსმოსურმა ბორანმა "დისკავერიმ"


დღეს ფლორიდის შტატიდან სტარტი აიღო ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა ბორანმა "დისკავერიმ". ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიტანს ტვირთს. ეს კოსმოსური ბორნების პროგრამის ისტორიაში 128-ე სტარტია. მისიის სტარტი სამშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო გადაიდო. "დისკავერი", რომელშიც შვიდი ასტრონავტი იმყოფება, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიტანს სამეცნიერო ტექნიკას, სურსათს და სათადარიგო ნაწილებს.
XS
SM
MD
LG