Accessibility links

logo-print

დღეს უკანასკნელი პატივი მიაგეს სენატორ ედვარდ კენედის


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ამერიკის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ოჯახის წევრებმა უკანასკნელი პატივი მიაგეს სენატორ ედვარდ კენედის. კენედის დაკრძალვის ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კენედის ღატაკებისა და უუფლებოების რუპორი უწოდა. კენედი სამშაბათს გარდაიცვალა 77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით.
XS
SM
MD
LG