Accessibility links

logo-print

ახალი ლიდერი იაპონიას ახალი პოლიტიკის შექმნას ჰპირდება


იაპონიის ახალი ლიდერი, იუკიო ჰატოიამა დღეიდან მოლაპარაკებებს იწყებს ახალი მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. კვირას ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ ბოლო მოუღო კონსერვატული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თითქმის უწყვეტ მმართველობას 50-ზე მეტი წლის განმავლობაში. „ეს საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არის. ბოლოს და ბოლოს ჩვენ შევძლებთ პოლიტიკის ადგილიდან დაძვრას, ახალი პოლიტიკის შექმნას, რომელიც ხალხის მოლოდინს გაამართლებს“ - განაცხადა ჰატოიამამ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორშაბათს, ტოკიოში ჩატარდა. იუკიო ჰატოიამამ თქვა, რომ აყალიბებს გუნდს, რომელიც მთავრობის ცვლილებას გააიოლებს, მაგრამ ახალი კაბინეტის შემადგენლობას არ დაასახელებს, ვიდრე პარლამენტის საგანგებო სესია მას ოფიციალურად არ დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრად, რაც დაახლოებით ორ კვირაში მოხდება.

XS
SM
MD
LG