Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი განმუხურში მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდა.


კვირა საღამოს პრეზიდენტი სააკაშვილი განმუხურს სტუმრობდა, სადაც მან ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათავლიერა და ადგილობრივ მოსახელობას გაესაუბრა. “შარშან ჩვენ დავიწყეთ განმუხურის აღმშენებლობა, თუმცა მოვიდნენ რუსები და აქაურობა გადაწვეს. დიდი სჯაბაასი იყო თბილისში იმასთან დაკავშირებით, მიგვეცა თუ არა დამსვენებლებისთვის წელს აქ ჩამოსვლის ნება. გადავწყვიტე, რომ აქ აღმშენებლობა უნდა გაგარძელდეს, ვინაიდან განუმხური არის უნიკალური საკურორტო ადგილი. აქ ორჯერ ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე - აჭარასა და აფხაზეთში. ჩვენ არავის გულისთვის არ უნდა ვთქვათ უარი ამ კურორტზე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი დამსვენებლებთან ერთად მივიდა ე.წ. გამოყოფ კედელთან, რომელიც რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ააშენეს და განაცხადა, რომ ამ კედლის იქით “რუსული წყვდიადია”.

XS
SM
MD
LG