Accessibility links

logo-print

პუტინმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და კატინის ხოცვა-ჟლეტა დაგმო


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დაგმო ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1939 წელს გაფორმებული, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ. პუტინმა მას “ამორალური” უწოდა. ღია წერილში, რომელიც დღეს დაიბეჭდა პოლონეთის ყოველდღიურ გამოცემა “გაზეტა ვიბორჩაში”, პუტინმა დაგმო ასევე კატინის ხოცვა-ჟლეტა. საქმე ეხება 20 000-ზე მეტი პოლონელი ოფიცრისა და ინტელექტუალის დახოცვას საბჭოთა ჯარების მიერ 1940 წელს კატინის ტყეში. პუტინის ეს წერილი წინ უსწრებს მის მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, რომელიც ხვალ გაიმართება პოლონეთის ქალაქ გდანსკში.
XS
SM
MD
LG