Accessibility links

logo-print

ტაშკენტში ურთიერთსროლის შედეგად, სულ ცოტა, 2 ადამიანი დაიღუპა


ტაშკენტში ურთიერთსროლის დროს, სულ ცოტა, 2 ადამიანი მოკლეს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის ცნობით, სროლას ადგილი ჰქონდათ შაბათს ტაშკენტის ისტორიულ ძველ უბანში. სროლა ატყდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყა შემოარტყა საცხოვრებელ სახლს, რომელშიც, გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული პირები იმალებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სროლის დროს 4 პოლიციელი დაიჭრა. ინციდენტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. 1 სექტემბერს უზბეკეთში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ზეიმი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გასტანს.
XS
SM
MD
LG