Accessibility links

logo-print

იური ლუჟკოვი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა


მოსკოვის მერი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა. როგორც დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, იური ლუჟკოვს პირდადად დახვდა ედუარდ კოკოითი. მან ლუჟკოვს ხალხის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ისინი ყველანი თანამოაზრეები იყვნენ პროცესში, რომელიც საბოლოოდ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. მოსკოვის მერმა საქართველოს ხელისუფლება გენოციდში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ბატონობისგან გათავისუფლებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად და რუსეთის დახმარებით განვითარდება.
XS
SM
MD
LG