Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება გმობს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის კონტროლის დამყარებას


საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის კონტროლის დამყარებას დაუშვებლად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. ამ კომენტარით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსული სასაზღვრო ძალები აფხაზეთის აკვატრორიას დაიცავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში აგრესორი მხარის მსგავსი მოქმედება მეკობრეობად შეფასდება. შექმნილი ვითარების სრული სამართლებრივი ანალიზის შემდეგ, თბილისი შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG