Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერალი საჭიროდ მიიჩნევს ავღანეთში სტრატეგიის გადასინჯვას


ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლის შეფასებით, ვითარება ავღანეთში “სერიოზულია”, თუმცა წარმატების მიღწევა შესაძლებელია გადასინჯული სტრატეგიის მეშვეობით. სტრატეგიის გადასინჯვის საჭიროებაზე ამერიკელმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა დღეს ისაუბრა სტრატეგიის მიმოხილვისას აშშ-ისა და ნატოს სარდლობის წევრების წინაშე გამოსვლისას. სამხედრო სარდლობის წევრებს არ უთქვამთ, მიზანშეწონილად მიიჩნევა თუ არა ავღანეთში მეტი ჯარისკაცის გაგზავნა. მაკკრისტალი ამჟამად ავღანეთში სარდლობს 100 000-ზე მეტ უცხოელ ჯარისკაცს, მათ შორის 63 000 ამერიკელია.
XS
SM
MD
LG