Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთს მედიის შეზღუდვისთვის აკრიტიკებენ


სერბეთის პარლამენტმა მიიღო მედიის შესახებ კანონი, რომელიც საერთაშორისო მედია-ორგანიზაციებისა და ეუთოს შეფასებით, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას. ახალი კანონით, სერბეთში მოქმედი მედია-საშუალებები, რედაქტორები და ჟურნალისტები ათობით ათასი ევროთი დაჯარიმდებიან (ჯარიმა გაზეთის ტირაჟითა და ყოველდღიური სარეკლამო შემოსავლით დაანგარიშდება), თუკი გამოაქვეყნებენ მცდარ ან ცილისმწამებლურ ინფორმაციას. სერბეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის განცხადებით ახალი კანონით დაწესებული ჯარიმები ზედმეტად მაღალია სერბეთის კონტექსტში, რამაც შესაძლოა წარმოშვას თვითცენზურა და გამოიწვიოს მედია-საშუალებების დახურვა.
XS
SM
MD
LG