Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღე აღინიშნება


ევროპის ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს პოლონეთის ბალტიის ზღვის სანაპიროზე, გდანსკში შეიკრიბებიან და მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლის თავს აღნიშნავენ. ადოლფ ჰიტლერი 1939 წლის 1 სექტემბერს გდანსკში შეიჭრა. ორშაბათს პოლონურ გაზეთ ”ჟეჩპოსპოლიტაში” გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პოლონელთ უმრავლესობა თვლის, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში მოსკოვისა და ბერლინის პასუხისმგებლობის წილი თანაბარია. პოლონურ გაზეთ ”გაზეტა ვიბორჩაში” გამოქვეყნდა პუტინის მიმართვა პოლონელებისადმი, სადაც პუტინი მათ ”ერთობლივი გლოვისა და პატიებისკენ” მოუწოდებს. პოლონეთში დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, და არა მხოლოდ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზეც იყო საუბარი. დეპარტამენტის წარმომადგენელს იან კელის ჰკითხეს - საიუბილეო ღონისძიებაზე აშშ დასწრების დონის გამო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ ვალესას მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ხომ არ მიანიშნებს აშშ-სა და პოლონეთს შორის ურთიეთობების გაცივებაზეო? პოლონეთში აშშ წარმოდგენილი იქნება საპრეზიდენტო დელეგაციით, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებში ობამას მრჩეველი გენერალი ჯიმ ჯონსი უხელმძღვანელებს. იან კელიმ განაცხადა, რომ აშშ-სა პოლონეთს შორის კავშირები რღმა და მზარდია. ”ჩვენ მხოლოდ ეთნიკური და კულტურული კავშირები კი არ გვაქვს, არამედ გვაკავშირებს ნატოში წევრობა. ჩვენ ვაფასებთ იმ უზარმაზარ მსხვერპლს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში პოლონეთმა გაიღო” - განაცხადა კელიმ.
XS
SM
MD
LG