Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გდანსკში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ


20 ქვეყნის - მათ შორის გერმანიის და რუსეთის - ლიდერები პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩავიდნენ, და მონაწილეობას იღებენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების სამოცდამეათე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში. პირველი ცერემონია გამთენიისას გაიმართა - ზუსტად იმ დროს, როდესაც გერმანიის საბრძოლო გემმა პირველი შეტევა განახორციელა პოლონურ საგუშაგოზე. სხვა ლიდერებს შორის, ნაცისტებთან ბრძოლაში დაცემულ ადამიანებს დღეს პატივი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტასკმაც მიაგო: ”ჩვენ შევხვდით, რათა გავიხსენოთ, ვინ დაიწყო ომი, ვინ შეუწყო მას ხელი, ვინ იყო ამ ომში ჯალათი, და ვინ იყო ამ ომის და აგრესიის მსხვერპლი.”გერმანიის შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, აღმოსავლეთ პოლონეთის ანექსაცია საბჭოთა არმიამ მოახდინა, საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულების პირობების თანახმად.
XS
SM
MD
LG