Accessibility links

logo-print

ირანის ტელევიზია: ”თეირანი საერთაშორისო ძალებთან მოლაპარაკებისთვის მზად არის”


გავრცელდა ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი წარმომადგენლის, საეედ ჯალილის სიტყვები - რომ ირანი მზად არის მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება განაახლოს საერთაშორისო ძალებთან. ეს განცხადება გაავრცელა ირანის არაბულენოვანმა სატელიტურმა ტელევიზიამ. ამავე წყაროს თანახმად, თეირანმა მოამზადა ბირთვული პროგრამის თაობაზე ახალი პროექტი, რომელიც დაედება საფუძვლად მოლაპარაკებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ირანისთვის ამ თვის ბოლომდე აქვს ვადა მიცემული, რათა ან მოლაპარაკების განახლებას დათანხმდეს, და ან ეკონომიკური სანქციები გაუმკაცრდეს. დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანი, სამოქალაქო ბირთვული პროგრამის სახელით, ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG