Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანში ტრაგედიის მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ


რუსეთში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის - ბესლანის ტრაგედიის - მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ. ტრაგედიის ადგილას - ბესლანის სკოლასთან - ბევრი ხალხი მივიდა, და იქ ყვავილები და წყლით სავსე ბოთლები მიიტანა. ტრაგედიას 334 ადამიანი შეეწირა, უმრავლესობა ბავშვები. მეხუთე წლისთავის აღნიშვნა ზარის რეკვით დაიწყო ადგილობრივი დროით დილის 9 საათსა და 15 წუთზე - ზუსტად იმ დროს, როდესაც ხუთი წლის წინ 32 ჩეჩენი ექსტრემისტი პირველ სკოლაში შეიჭრა, და ათასზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 3 სექტემბერს რუსეთის ჯარმა მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. ოპერაციას ბევრი კრიტიკულად აფასებს.
XS
SM
MD
LG