Accessibility links

სასამართლომ თურქული გემის კაპიტანს 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს ცნობას, რომ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის პორტში უკანონო შესვლის გამო სასაზღვრო პოლიციის მიერ დაკავებული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის BUKET-ის კაპიტანს 24-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სააგენტო ”სივილ ჯორჯიას” ცნობით, სასამართლომ თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქი დაადანაშაულა კონტრაბანდულ საქმიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის თანხმობის გარეშე. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ეკიპაჟის დანარჩენი 16 წევრის შესახებ, რომელთაგანაც 12 თურქეთის მოქალაქეა, ხოლო ოთხი - აზერბაიჯანის. ტანკერი "BUKET’’-ი 15 აგვისტოს დააკავეს. ის თურქეთის პორტიდან სოხუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
XS
SM
MD
LG