Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებლების ხელფასი იზრდება


მასწავლებელთა ხელფასის 1 სექტემბრიდან გაზრდის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა ანაზღაურება სამუშაო სტაჟის, განათლებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოიმატებს. საბაზო ხელფასი 220 ლარიდან 245 ლარამდე გაიზრდება, ხოლო სადამრიგებლო დანამატი 27-დან 63 ლარამდე მოიმატებს. მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ”იქნება იმდენი, რომ მასწავლებელთა ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს.”
XS
SM
MD
LG