Accessibility links

logo-print

პარლამენტი ლუსტრაციის კანონის განხილვას იწყებს


ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივად საშემოდგომო სესიის პირველივე ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.“ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფილობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ” პროექტის ავტორი და ინიციატორია ოპოზიციონერი დეპუტატი გია თორთლაძე. დეპუტატის შეფასებით, პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას, აგრეთვე იმ პირთა უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან.
XS
SM
MD
LG