Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მუშაობა განაახლა


პირველი სექტემბერი, ანუ სექტემბრის პირველი სამშაბათი, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის დღედ გამოცხადდა. სამშაბათსვე გაიმართა ბიუროს სხდომა. უკვე ცნობილია, რომ საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 8 სექტემბერს შედგება. უახლოეს მომავალში პარლამენტის გასვლით ბიუროს სხდომას ბათუმი უმასპინძლებს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, საგაზაფხულო სესიის შემდეგ დეპუტატებს რეალურად არც დაუსვენიათ, რადგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომები გრძელდებოდა და დეპუტატები ამის შემდეგაც აქტიურად მუშაობდნენ.
XS
SM
MD
LG