Accessibility links

logo-print
"სახალხო დიალოგის" ფორმატში პარლამენტარები და მინისტრები იმერეთის მოსახლეობას მთელი ზაფხულის განმავლობაში ხვდებიან. ხელისუფლება შეხვედრებს იმ ქალაქებსა და სოფლებში გეგმავს, სადაც ხიდის ან გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ან ამბულატორიის უკვე გარემონტებული შენობაა გასახსნელი.

"სახალხო დიალოგი", ძირითადად, მშვიდ გარემოში ტარდება, თუ არ ჩავთვლით ტყიბულსა და სამტრედიას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები “ეროვნული ფორუმის” მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე მივიდნენ. ამ შემთხვევაში „დიალოგმა“ დაძაბულ ვითარებაში, მაგრამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

მოსახლეობის მოთხოვნები ყველა ქალაქში იდენტურია. ის ხელისუფლებას, ძირითადად, სოციალური პრობლემების მოგვარებას სთხოვს. უმუშევრობა, პენსიები, მაღალი ფასების გამო ხელმიუწვდომელი ჯანდაცვის სისტემა მთავარი საკითხებია, რომელთა გადაჭრას ქალაქის მცხოვრებლები ითხოვენ. სოფლის მოსახლეობას ამ პრობლემებთან ერთად სასმელი წყლის, გზისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უქონლობა აწუხებს.

"სახალხო დიალოგის" ფორმატში ჩატარებული შეხვედრები ხელისუფლების დაპირებით მთავრდება. დაპირებები არც მამუკა გაჩეჩილაძემ დაიშურა, რომელიც ხონისა და სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა. „თითოეული პრობლემა, რომელიც ამ ხალხს აწუხებს, იქნება აღქმული და შესრულებული. ჩვენ მოსახლეობას თანადგომას ვპირდებით“,- განაცხადა მან.

მოსახლეობას ხელისუფლების ინიციატივა, უშუალოდ ხალხისგან მოისმინოს პრობლემების შესახებ, მოსწონს, მაგრამ ეეჭვება, რომ შეხვედრებს შედეგი მოჰყვება.
XS
SM
MD
LG