Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის შეღავათები ცხინვალის მოსაზღვრე 24 სოფელს


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვსტოში ტაიმ-აუტი აიღეს და „ დიალოგის“ პროგრამა დროებით შეაჩერეს. ცენტრალური ხელისუფლებიდან კონფლიქტის ზონაში ჯერ არავინ ჩასულა. გორის რაიონის სოფლებს მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ. ცოტა ხნის წინ სოფელ კარბის მოსახლეობას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აუწყეს, რომ კონფლიქტის ზონის 24 სოფელი წლის ბოლომდე150 კოლოვატი ელექტროენერგიის შეღავათით ისარგებლებს. კარბელებმა ხელისუფლებას შეღავათზე მადლობა უთხრეს, მაგრამ სხვა პრობლემების მოგვარება მოითხოვეს - სოფელს დღემდე სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. ასევე, დაუსრულებელია ზოგიერთი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მხარის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი მოსახლეობას შეჰპირდა, რომ მალე დასრულდება ალტერნატიული სასმელი და სარწყავი სისტემის მშენებლობა, ასევე უყურადღებოდ არ დარჩება ომის შედეგად დაზარალებული არც ერთი მოქალაქე.

ცხინვალის მოსაზღვრე 24 სოფლისთვის დაწესებულმა ელექტროენერგიის შეღავათმა უკმაყოფილება გამოიწვია იმ სოფლებში, რომლებიც შეღავათით ვერ ისარგებლებენ. მაგალითად, შეღავათის მოთხოვნით ფლავისა და ფლავისმანის მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლება ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებისადმი დისკრიმინაციულ მიდგომაში დაადანაშაულა. ადგილობრივი ხელისუფლება კი ხელს ცენტრალური ხელისუფლებისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს უკვე მიმართა სხვა სოფლებისთვის შეღავათის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG