Accessibility links

logo-print

გერმანიაში იმართება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები დღეს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტთან მართავენ მოლაპარაკებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ირანის წარმომადგენელმა ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე საიდ ჯალილიმ განაცხადა, რომ ირანი ამზადებს წინადადებების ახალ პაკეტს მოლაპარაკებისთვის, რათა განიმუხტოს დაძაბულობა მისი ბირთვული პროგრამის გარშემო. ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.
XS
SM
MD
LG