Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობას


ირანის პარლამენტი დღეს კენჭს უყრის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ წარდგენილ მთავრობას. პარლამენტში კვირას დაიწყეს 21 მინისტრის პოსტებზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა. გამოითქვა შეშფოთება, რომ ზოგს კვალიფიკაცია აკლია, მათ შორის დაზვერვის მინისტრობის კანდიდატ ჰეიდარ მოსლეჰის. კენჭისყრა მიჩნეულია აჰმადინეჟადის პოზიციის სიმყარის გამოცდად, ივნისში პრეზიდენტად მეორე ვადთი არჩევის შემდეგ. 4 წლის წინ პარლამენტმა 4 უარყო აჰმადინეჟადის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან. პარლამენტში მინისტრობის კანდიდატის დაწუნების შემთხვევაში პრეზიდენტს სამი თვე აქვს ახალი კანდიდატურის წარსადგენად.
XS
SM
MD
LG