Accessibility links

მოლდავეთიდან იუწყებიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სავარაუდო გადადგომის შესახებ


მოლდავეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ კვირაში გადადგება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, კომუნისტური პარტიის ლიდერი ვლადიმირ ვორონინი. ეს ნაბიჯი უნდა მოჰყვეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ივლისში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დასავლეთზე ორიენტირებულმა პარტიებმა გაიმარჯვეს, მაგრამ სამშაბათს მოლდავეთის კომუნისტურმა პარტიამ ეჭვი გამოთქვა არჩევნების შედეგთან დაკავშირებით და საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვორონინის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, მიჰაი გიმპუ, ვიდრე პარლამენტი მოლდავეთის ახალ პრეზიდენტს აირჩევდეს.
XS
SM
MD
LG