Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაზე კენჭისყრა გადადო


ირანის პარლამენტმა, რომელსაც, სავარაუდოდ, დღეს კენჭი უნდა ეყარა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის, ეს კენჭისყრა ხუთშაბათისთვის გადადო. პარლამენტში კვირას დაიწყეს 21 მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა. გამოითქვა შეშფოთება, რომ ზოგს კვალიფიკაცია აკლია, მათ შორის დაზვერვის მინისტრობის კანდიდატ ჰეიდარ მოსლეჰის. კენჭისყრა მიჩნეულია აჰმადინეჟადის პოზიციის სიმყარის გამოცდად, ივნისში პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. 4 წლის წინ პარლამენტმა 4 პირი უარყო აჰმადინეჟადის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან. პარლამენტში კანდიდატის დაწუნების შემთხვევაში პრეზიდენტს სამი თვე აქვს ახალი კანდიდატურის წარსადგენად.
XS
SM
MD
LG