Accessibility links

ჯაშუშობაში ბრალდებულებს სეპარატისტული რეჟიმები საპატიმროში ტოვებენ


ცხინვალის სასამართლომ სეპარატისტული რეგიონის სასაზღვრო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თემურ გუცმაზტი დამნაშავედ ცნო ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და მას 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სეპარატისტული მთავრობის განცხადებით, თემურ გუცმაზტი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში დააკავეს, სამხედრო ხასიათის ინფორმაციას აწვდიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. პარალელურად, სეპარატისტული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 40 წლის დიანა შედანიას, რომელიც დამნაშავედ ცნო ასევე ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. შედანიაც 2008 წლის სექტემბერში დააკავეს. 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის ყოფილ მოადგილეს მიხეილ ხაჩიძეს, რომელსაც ასევე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. საქმეს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო სასამართლო იხილავდა.
XS
SM
MD
LG