Accessibility links

logo-print

ადიგენის რაიონში სამი მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 27 წლის ლევან გიორგის ძე გაბაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია სამი მესაღვრის მკვლელობაში. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მკვლელობა ”№2 სამმართველო ‘’ახალციხის” საზაფხულო პოსტზე” 2 სექტემბერს 05:20 საათზე მოხდა. იმ დროისთვის დაკავებული გაბაშვილი საგუშაგოზე მოკლულებთან ერთად მორიგეობდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია სასაზღვრო პოლიციის სამი თანამშრომელი: ხვიჩა ბარამიძე, შოთა ასანიძე და არსენ შაინიძე. მიმდინარეობის გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მკვლელი შურისძიების მოტივით მოქმედებდა. თბილისი გამორიცხავს მესაზღვრეების მკვლელობის პოლიტიკურ მოტივს.
XS
SM
MD
LG