Accessibility links

logo-print

კოკოითი შვებულებაში არ გასულა


ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი სამთვიან შვებულებაში გასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს, იუწყება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი. ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა „სამშობლოს დამცველთა კავშირთან“ შეხვედრაზე ედუარდ კოკოითიმ თქვა, რომ სტატიებს, რომლებშიც მისი თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ იწერებოდა, არანაირი საფუძველი არ აქვთ და მათი შექმნა „რესპუბლიკის“ მოსახლეობაში გარკვეული განწყობის შექმნას ემსახურება.

XS
SM
MD
LG