Accessibility links

logo-print

მორიგი შეხვედრა ერგნეთში


სოფელ ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ქართული მხარე შეხვედრაზე ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სეპარატისტთა პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე, მერაბ ჩიგოევი კი აცხადებს, რომ ცხინვალის მოთხოვნა შეხვედრაზე ოსური მხარის თავმჯდომარეობა და საქართველოს ციხეებში მყოფი „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

XS
SM
MD
LG