Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტმა კენჭი უყარა ახალი მთავრობის შემადგენლობას


ირანის პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ მინისტრების პოსტებზე წარდგენილ კანდიდატებს. საქმე ეხება 21 მინისტრობის კანდიდატებს, რომელთაგან პარლამენტარებმა 18 მოიწონეს. უარყოფილ კანდიდატებს შორის ორი ქალია - ისინი განათლებისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრების პოსტებზე იყვნენ წარდგენილი. მაგრამ ქალი დაამტკიცეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, რაც პარლამენტის მიერ მინისტრად ქალის დანიშნვის მხარდაჭერის პირველი შემთხვევაა 1979 წლის შემდეგ. იუწყებიან ასევე, რომ პარლამენტარების დიდი უმრავლესობა მიემხრო აჰმადინეჟადის მიერ თავდაცვის მინისტრად წარდგენილი აჰმად ვაჰიდის კანდიდატურას. ვაჰიდზე ძებნაა გამოცხადებული არგენტინაში, 1994 წელს ბუენოს აირესში მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. აფეთქებამ, რომელიც ებრაული ცენტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, 85 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG