Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეს ხელახლა გამოიძიებენ


რუსეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, უნდა დაიწყოს ახალი გამოძიება ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უზენაესმა სასამართლომ გამომძიებლებს დაუბრუნა საქმე, მის ხელახლა შესასწავლად. პოლიტკოვსკაია, რომელმაც სახელი გაითქვა კრემლის მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებით ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციის შესახებ, 2006 წლის ოქტომბერში მოსკოვში მოკლეს. მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი თებერვალში გაამართლეს, მაგრამ უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლომ გასცა დადგენილება, მათი ხელახლა გასამართლების შესახებ. პოლიტკოვსკაიას ოჯახი და მომხრეები დიდი ხანია მოითხოვენ მკვლელობის ხელახლა გამოძიებას მკვლელობის დამკვეთთა ვინაობის დასადგენად.
XS
SM
MD
LG