Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოპოზიციის განცხადებით, არჩევნების შემდგომმა არეულობამ 72 ადამიანი შეიწირა


ირანში ოპოზიციის წარმომადგენელ ალირეზა ჰოსეინი ბეჰეშტის განცხადებით, 72 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო გამოსვლებისას, რომლებიც ირანში ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. ბეჰეშტის თქმით, 11 აგვისტოს არეულობის დროს 69 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ არჩევნების შემდგომმა არეულობამ 26ი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაპირისპირებისთვის პასუხისმგებლობას მთავრობა ოპოზიციას აკისრებს.
XS
SM
MD
LG