Accessibility links

logo-print

დაკავებულ ქართველებს ცხინვალში გადაგზავნას უპირებენ


სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება დაკავებული ქართველების ცხინვალში გადაყვანას და პროკურატურისთვის გადაცემას გეგმავს. ამ შინაარსის ინფორმაციას თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღრო სამმართველოს პრეს-სამსახური ავრცელებს. საუბარია 31 აგვისტოს დაკავებულ 6 ქართველზე, რომლებსაც ცხინვალის რეჟიმი ძვირფასი სახეობის ხეების მოჭრასა და მითვისებაში ადანაშაულებს. რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღრო სამმართველოს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულებმა ხეები ახალგორის რაიონში მოჭრეს.
XS
SM
MD
LG