Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ 31 აგვისტოს დაკავებული ქართველების გათავისუფლებაზე


სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხარემ შეხვედრაზე დააყენა ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული 6 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი. საუბარია 31 აგვისტოს დაკავებულ 6 ქართველზე, რომელთაც ცხინვალის რეჟიმი ძვირფასი სახეობის ხეების მოჭრასა და მითვისებაში ადანაშაულებს. მაგრამ მათს განთავისუფლებაზე დღეს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უშედეგოდ დასრულდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წამოჭრილი საკითხის განხილვაც: ეს იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიებისა და ციხეებიდან ოსი ეროვნების პირთა გათავისუფლების მოთხოვნა. რადიო “თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ერთადერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა პოზიტიურად მიიღეს, იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინადადება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მოსახლეობის სასაფლაოებსა და ეკლესიებში შეუფერხებელი გადაადგილების შესახებ.
XS
SM
MD
LG